ჩვენ შესახებ

ძირითადი ფაქტები კომპანიაზე:

ჩვენ ვართ ქართულ – ებრაული კომპანია, საქართველოში საქმიანობა დავიწყეთ 2021 წელს. განხორციელებული გვაქვს 200-ზე მეტი პროექტი ჯამური დადგმული სიმძლავრით 3000 კვტ-ზე მეტი, საქართველოში, ისრაელში და ჩრდილოეთ აფრიკაში.
 
Solar Edge-ისა და EGING PV-ის ექსკლუზიური დილერი კავკასიაში, უზრუნველყოფს მზის ენერგიის სისტემების ხარისხიან მონტაჟს.
0
წლიანი

გამოცდილება

0 +

განხორციელებული პროექტი

0

თანამშრომელი

0
-ზე მეტი

კვტ დადგმული სიმძლავრე

დასრულებული და მიმდინარე პროექტები

stand-alone-exterior-solar-panel-system-installation-renewable-green-energy-generation-concept-.jpg

თქვენი სანდო პარტნიორი

განახლებად ენერგიაში, ხარისხის სტანდარტი ისრაელიდან

ელიონ სოლარი

ჩვენ დაგეხმარებით ელექტროენერგიის ხარჯის შემცირებაში და გარემოს დაცვაში.

ვთანამშრომლობთ მხოლოდ წამყვან და გამოცდილ მომწოდებლებთან, რაც მზის მიკროელექტრო სადგურების ხარისხიანი და ეფექტური მუშაობის საწინდარია. პროექტების განხორციელებისას ჩვენი კომპანია თანამშრომლობს ადგილობრივ წამყვან ბანკებთან (თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ტერა ბანკი და ა.შ.),

საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი – EBRD, გაეროს განვითარების პროგრამა – UNDP, ENPARD, CENN, GIPA, ICC და ა.შ.), ასევე ტექნიკურ კონსულტაციას ვუწევთ სამთავრობო უწყებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ვართ საქართველოს მზის ენერგიის ასოციაციის მუდმივი წევრი. 

მისია

ჩვენი კომპანიის მისია არის შევქმნათ გრძელვადიანი ოპერატიული ჩარჩო ყველა ჩვენი კლიენტის, პარტნიორისა და საზოგადოებისათვის, რათა მივაღწიოთ მდგრად და სუფთა ენერგეტიკულ მომავალს. სუფთა და განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელება ინოვაციური და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომით, გარემოს დაცვასთან შესაბამისობაში.