ჩვენი სერვისები

კონსულტაცია

თქვენი საჭიროებების მოსმენა, შესაძლებლობების ანალიზი და ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა

დაგეგმვა

საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ოპტიმალური გადაწყვეტილების შემუშავება და პროექტირება

ინსტალაცია

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით, რომელთაც გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება მზის ენერგიის მიმართულებით, უმაღლესი სტანდარტებით და მხოლოდ ტოპ ბრენდების კომპონენტების გამოყენებით

ინსტალაციის შემდგომი მომსახურება

- ონლაინ მონიტორინგი
- მონიტორინგი ადგილზე მისვლით
- მზის პანელების გარეცხვის სერვისი

stand-alone-exterior-solar-panel-system-installation-renewable-green-energy-generation-concept-.jpg

მზის ელექტროსადგურების ტიპები

არსებობს ძირითადად სამი ტიპის მზის ელექტროსადგურები:

ქსელური მზის ელექტროსადგურები.

ავტონომიური ტიპის მზის ელექტროსადგურები.

ჰიბრიდული მზის ელექტროსადგურები.

ქსელური ტიპის მზის ელექტროსადგურიდან მომავალ ენერგიას ინვერტერი გარდაქმნის ცვლად დენად და გზავნის სადისტრიბუციო სისტემაში, რომელსაც ქსელს ვუწოდებთ. როგორც წესი, ქსელური მზის ელ-სადგური მიერთებულია მომხმარებლის შიდა ქსელზე და მომხმარებელი ჩართულია ნეტო აღრიცხვის პროგრამაში, რაც გულისხმობს იმას, რომ ჭარბი გენერაციის შემთხვევაში გამომუშავებული ელ-ენერგია ქსელში გადის და ორმაგი მრიცხველის საშუალებით მომხმარებელს დადებითი ბალანსი უფიქსირდება, რომელიც შემდგომ შეუძლია გამოიყენოს. ქსელური გარდამქმნელი ქსელში ელ-ენერგიის გათიშვის შემთხვევაში ითიშება. მასზე შეუძლებელია აკუმულატორების მიერთება.

ავტონომიური მზის ელექტროსადგური ქსელურისგან განსხვავებით, არ არის ქსელში მიერთებული. ქსელზე მიერთების შემთხვევაში, ის დაზიანდება. მისი ამოცანაა ავტონომიური მზის ელ-სადგურების მიერ აკუმულატორებში დაგროვილი ელ-ენერგიის გარდაქმნა მომხმარებლისთვის სასურველი ძაბვის ელ-ენერგიად (230 ვოლტად).

ჰიბრიდული მზის ელექტროსადგური

რაც შეეხება ჰიბრიდულ მზის ელექტროსადგურს, მას აქვს უნარი იმუშაოს როგორც ავტონომიურ, ისე ქსელურ რეჟიმში, რითაც ქსელურ ან ავტონომიურ სადგურებთან მიმართებით საგრძნობ უპირატესობას ფლობს. მას აქვს ძირითადად ორი ფუნქცია: 

ქსელში ელ-ენერგიის გათიშვის შემთხვევაში მოამარაგოს მომხმარებელი აკუმულატორებიდან.

დიფერენცირებული ტარიფის არსებობის შემთხვევაში, აკუმულატორებში დაგროვილი მზის ელ-სადგურის გენერაცია გამოიყენოს, რათა მოხმარებელს არ მოუწიოს ქსელიდან ელ-ენერგიის ძვირად შესყიდვა .

დიდი ზომის მზის ელექტროსადგური

დიდი ზომის მზის ელექტროსადგური არის ფართომასშტაბიანი (განსაზღვრულია როგორც 1 მეგავატზე მეტი) პროექტი, რომელიც
დაკავშირებულია ელექტრო ქსელთან და ჰყიდის გამომუშავებულ ელექტროენერგიას ადგილობრივ ენერგო ოპერატორს.

კომერციული ტიპის მზის ელექტროსადგურები განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის, ვისაც უნდა ელექტროენერგიის ხარჯის შემცირება ან განულება.

პროექტის შედარებით დაბალი ღირებულება

ინვესტიციის უკუგების მცირე დრო

ბიზნეს სესხის თანადაფინანსების და ქეშბექის შესაძლებლობა